რეგისტრაცია

4.8 / 5, 20 შეფასება

ინტერიერისდიზაინი და 3Dვიზუალიზაცია

ისწავლე ინტერიერის დიზაინის სრული ციკლი: სივრცის დაგეგმარებიდან და მასალების შერჩევიდან Archicad-ში ტექნიკურ ნახაზებამდე, 3ds Max-სა და Corona Renderer-ში ფოტორეალისტურ ვიზუალიზაციამდე. კურსს უძღვება 4 პრაქტიკოსი დიზაინერი და ვიზუალიზატორი.

ლექტორები
4 პრაქტიკოსი დიზაინერი
ფორმატი
ფიზიკურად + ონლაინ
დაწყება
22 სექტემბერი
ხანგრძლივობა
7 თვე
შეხვედრები
37 შეხვედრა, 100+ სთ
განრიგი
სამშ, პარ
ფართობი 0 მ²
Corona 0 pass
დამკვეთი მოლოდინშია

ინსტრუმენტები, რომლებიც ისწავლება:

Archicad3ds MaxCoronaPhotoshop

გამოთვალე მასალის ბიუჯეტი

მასალებისა და ბიუჯეტის დაანგარიშება დიზაინერის ყოველდღიური ამოცანაა (ლექცია 15: ბიუჯეტი და ხარჯთაღრიცხვა). შეიყვანე ოთახის ზომები და მასალის ფასი კვ.მ-ზე, კალკულატორი დაგითვლის საჭირო რაოდენობასა და საერთო ღირებულებას.

ოთახის მონაცემები

გათვლა მოიცავს იატაკის ფართობს + კედლების ფართობს (ხვრელების გარეშე), 10% ნარჩენის მარაგით.

შედეგი

იატაკის ფართობი0 მ²
კედლების ფართობი0 მ²
საერთო ღირებულება0 ₾
0 ₾მასშტაბი

გამოთვლა მარტივი მოდელია (+10% ნარჩენის მარაგი) და გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნით.

37 შეხვედრა, ხუთი ეტაპი

83 საათი ლექცია, 4 გასვლითი შეხვედრა და პრაქტიკა (სულ 100+ საათი): დიზაინის საფუძვლები, Archicad, 3ds Max და Corona, AI ვიზუალიზაცია და ანიმაცია, ექსტერიერი და ავეჯის კონსტრუირება BAZIS WOODWORKER-ში.

    კურსის ბოლოს

    სივრცის დაგეგმარებიდან ფოტორეალისტურ ვიზუალიზაციამდე და პროფესიულ პორტფოლიომდე.

    გეცოდინება

    • ფუნქციური სივრცის დაგეგმარების პრინციპები
    • ფერთა და მასალების კომბინირება
    • ტექნიკური ნახაზების შედგენა
    • განათების პრინციპები 3D სცენაში
    • კლიენტთან კომუნიკაცია და ბიუჯეტირება

    შეძლებ

    1. Archicad-ში გეგმებისა და ჭრილების შექმნას
    2. 3ds Max-ში სცენის მოდელირებას
    3. Corona Renderer-ით ფოტორეალისტურ რენდერს
    4. Photoshop-ში პოსტ-პროდაქშენის შესრულებას
    5. ინტერიერისა და ექსტერიერის ანიმაციის შექმნას
    6. პროფესიული პორტფოლიოს წარდგენას
    ინტერიერის დიზაინერი3D ვიზუალიზატორიარქიტექტორის ასისტენტიRender არტისტი

    ლექტორები

    4 პრაქტიკოსი არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და 3D ვიზუალიზატორი, საკუთარი პროექტების პორტფოლიოთი.

    ანი
    რატიანი

    არქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი

    არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი და ლექტორი მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით. 2015 წელს გახდა თბილისის განვითარების ფონდის კონკურსის გამარჯვებული ურბანული განვითარების საუკეთესო იდეის ნომინაციაში, ხოლო 2018/2019 წლებში იყო თბილისის მერიის სტიპენდიანტი, როგორც წარჩინებული მაგისტრანტი.

    1. Tory Developmentარქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი
    2. Design Atelier (Domus LTD)არქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი
    3. „კაფელის სახლი“არქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი
    4. Khedi•ხედიარქიტექტორი / ინტერიერის დიზაინერი
    5. კავკასიის უნივერსიტეტიტრენერი (2021-დან), ასისტენტ-პროფესორი (2023-დან)
    6. საქართველოს უნივერსიტეტიმოწვეული ლექტორი (2025-დან)

    არქიტექტურის ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე.

    ინსტრუმენტები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებს:

    ArchicadAutodesk Revit3ds MaxV-RayCoronaAutoCADAdobe Photoshop

    ლევან
    ღავთაძე

    არქიტექტორი / Modulus Project-ის დამფუძნებელი

    0+ წლის გამოცდილება

    8+ წლის გამოცდილება არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში, საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების პროექტირებით. აქვს მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების არქიტექტურული პროექტების ინდივიდუალურად დამუშავების გამოცდილებაც.

    1. Home Studioინტერიერის დიზაინერი და არქიტექტორი (2019-2024)
    2. კავკასიის უნივერსიტეტიმოწვეული ლექტორი (2022-დან)
    3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიმოწვეული ლექტორი (2023-2025)
    4. Modulus Projectდამფუძნებელი, არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი (2024-დან)

    უმაღლესი განათლება არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

    სოფიო
    შეწირული

    ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი / Taghi • თაღი-ის დამფუძნებელი

    ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერი, რომელიც კერძო სახლებს, ბინებსა და კომერციულ სივრცეებს კონცეფციიდან საბოლოო ვიზუალიზაციამდე აპროექტებს. ინტერიერის დიზაინს ავეჯის დიზაინისა და წარმოების პრაქტიკულ გამოცდილებასთან აერთიანებს.

    1. დამოუკიდებელი პროექტებიინტერიერის დიზაინერი (2020-დან), სტაჟირება გამოცდილ დიზაინერთან
    2. ავეჯის კომპანიაინტერიერისა და ავეჯის დიზაინი (ამჟამად)
    3. Taghi • თაღიდამფუძნებელი

    2017-2021 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით. პორტფოლიო: Behance

    ინსტრუმენტები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებს:

    Archicad3ds MaxCorona RendererV-RayAdobe Photoshop

    დაჩი
    ხაზალია

    Senior 3D Designer / Team Lead @ Archi • არქი

    0+ წელი ლექტორად

    არქიტექტურული ვიზუალიზაციის სპეციალისტი და ინტერიერის დიზაინერი. ქმნის ფოტორეალისტურ სტატიკურ და კინემატოგრაფიულ ვიზუალიზაციებს, აქცენტით მასალებზე, განათებასა და ატმოსფეროზე, ანიმაციაში კი AI ინსტრუმენტებსაც იყენებს, მათ შორის Kling AI-ს.

    1. Meti Developmentინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაცია
    2. Apart ShowroomInterior Designer
    3. Archi • არქი3D Graphic Designer
    4. Archi • არქიSenior 3D Graphic Designer (Team Lead)

    მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ავეჯის დიზაინისა და წარმოების მიმართულებით. პორტფოლიო: Behance

    ინსტრუმენტები, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებს:

    Archicad3ds MaxV-RayAdobe PhotoshopAdobe Premiere ProKling AI

    ადგილის დაჯავშნა

    ფიზიკურად ან ონლაინ, 7 თვის განმავლობაში, 37 შეხვედრა.
    ადგილები შეზღუდულია.

    სამშაბათი20:00-22:30
    პარასკევი20:00-22:30

    მოთხოვნები: შესაბამისი კომპიუტერული სპეციფიკაცია Archicad, 3ds Max და Corona-ს გასაშვებად.

    კურსის შემდეგ შეგიძლია ჩაერთო კარიერის განვითარების პროგრამაში: რეზიუმე, გასაუბრებისთვის მომზადება და პარტნიორ კომპანიებთან დაკავშირება.

    2700 ₾ ერთიანი გადახდა ან 0% განვადება

    რეგისტრაცია კურსზე სრული პროგრამის ნახვა
    2700 ₾რეგისტრაცია